გიგანტური მეღამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიგანტური მეღამურა''' – (Nyctalus lasiopterus), ხელფრთიანი ღამურისებრთა ო...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:24, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით

გიგანტური მეღამურა – (Nyctalus lasiopterus), ხელფრთიანი ღამურისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია ევროპასა და კავკასიაში, საქართველოში სამცხე-ჯავახეთში გვხვდება ბორჯომის ხეობაში. ბინადრობს ტყეებში, თავს აფარებს ფუღუროებს. იკვებება დიდი ხოჭოებით, ღამის პეპლებით. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით. იშვიათი, გადაშენების საშიშროების წინაშე მდგარი სახეობაა. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ იმდენად მცირეა რაოდენობით, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე გვხვდება, რომ შესაძლებელია სწრაფად გადაშენდეს.

[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები