გოგუაძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ გოგუაძე – (დ. 14 თებერვალი, 1940, ლანჩხუთის რაიონის სოფელი ლესა – გ. 10 ივნისი, 2007). — ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1963); ასპირანტურა (1967).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1985-90).
- ეროვნული კონგრესის წევრი (1990);
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი (1992);
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №4 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“, პარლამენტის სპიკერი.
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №5 ისნის საარჩევნო ოლქი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.