გრიგოლ ღვთისმეტყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ღვთისმეტყველი

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის თანამედროვე და მეგობარია.

წმ. გრიგოლ ღთისმეტყველი მამის თხოვნით 361 წელს ხუცესად ეკურთხა, ხოლო 378 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა. მისი სნეულების დროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ფარულად აიყვანეს ფილოსოფოსი მაქსიმე, მაგრამ ხალხმა განდევნა იგი და კვლავ წმ. გრიგოლი გახდა პატრიარქი. 381 წელს მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საბოლოოდ დაამტკიცეს, მაგრამ ისევ მალე გადააყენეს, რადგანაც იგი, ისევე როგორც მისი მეგობრები წმ. ბასილი დიდი და წმ. იოანე ოქროპირი, მართლმადიდებლობის ბურჯები იყვნენ და იმ დროს არსებულ ერესის მიმდევრებს ეს არ მოსწონდათ. წმ. გრიგოლმა ასეთი სიტყვებით დატოვა პატრიარქის ტახტი: „მე არ მიხაროდა ტახტზე ასვლა, ახლა კი სიხარულით ვტოვებ მას“.

წმ. გრიგოლ ღთისმეტყველი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და განმარტოვდა. გარდაიცვალა 389 წლის 25 იანვარს, 950 წელს და მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს კონსტანტინოპოლში.

მისი ხსენების დღეა 25 იანვარი (ძვ. სტ.ახ. სტ. 7 თებერვალი).

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები