დონდუა კარპეზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:09, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარპეზ დონდუა

კარპეზ დონდუა – (დ. 13 ოქტომბერი. 1891, ქუთაისი, – გ. 3 სექტემბერი. 1951, ლენინგრადი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), ლენინგრადისა და თბილისის უნივერსიტეტების პროფესორი (1940-იდან), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944).

პეტროგრადის უნივერსიტეტის დამთაერების შემდეგ (1922) იქვე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1941-45 წლებში მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თსუ-ში. დონდუა იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიული-კავკასიურ ენებს, ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებს. მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია „მაფემინიზებელი ხმოვანი ქართულში“ (რუს. ენაზე, 1935), „ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის სვანურში“ (1943), „გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა“ (რუს. ენაზე, 1948), „ქართული ენის მესხური კილო“ (რუს. ენაზე, 1967). მნიშვნელოვანია დონდუას ღვაწლი რუსთველოლოგიაში. მის ნაშრომებში – „ამირანდარეჯანიანი“ (რუს. ენაზე, 1937), „შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა“ (რუს. ენაზე, 1938), „მეტაფორა ფართო გაგებით და პოეტური მეტაფორა“ (რუს. ენაზე, 1938), „საშინელი უმეცრება“, დ. დანდუროვის წიგნის „შოთა რუსთაველის“ შესახებ (რუს. ენაზე, 1937, ქართ. ენაზე, 1938), „კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ“ (რუს. ენაზე, 1940), „ვეფხისტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის“ (1943) და სხვ. – გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტურის საკითხები.

ი. მეგრელიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები