ზაკიკუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაკიკუ(შუამდ.) „ნიავქარი“, სიზმრის ღვთაება, რომლის საშუალებითაც ღმერთები მიუვლენენ ადამიანს სიზმარეულ ხატებს.


ზაკიკუ ნიავივით (აქედან მისი სახელწოდება) აღწევს მძინარის საძინებელში და მის ცნობიერებაში გამოდის მაცნედ ღვთაებრივ სამყაროსა და ადამიანს შორის. ამავე დროს მისი სახელი თითქოს გამოხატავს სიზმრის ფენომენის არამატერიალურ და ეფემერულ ხასიათს (საგულისხმოა, რომ მიცვალებულის სულიც ამ ტერმინით არის გამოხატული). სიზმრის შინაარსი უპირატესად მითოლოგიური სიუჟეტი ან მითოლოგემაა. ამიტომაც, სიზმარში მომხდარი ამბები სიმბოლური სახეებით არის გადმოცემული (მაგ., დუმუზის საკუთარი თავი ესიზმრება აღმოფხვრილი ლერწმის სახით, რაც მის გარდაუვალ დაღუპვას მოასწავებს). სიზმრის საშუალებით ღვთაება აცხადებს თავის ნებას, ავალებს სიზმრის სუბიექტს რაიმე საქმის აღსრულებას (შეტევაზე გადასვლა, ტაძრის აშენება, ეპიური ტექსტის კარნახი და სხვ.).

ღმერთების სიაში ზაკიკუს გარდა დადასტურებულია სიზმრის ღმერთი სხვა სახელწოდებით: მამუ(დ), შუმ. „სიზმარი“ (პერსონიფიკაცია) უთუს ასული, ზაკიკუს ძმა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები