იანკოვსკი დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიმიტრი იანკოვსკი – (დ. 21 აპრილი, 1937, თბილისი – გ. დეკემბერი, 2006).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1966).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-საორგანიზაციო საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის წევრი.
- ეროვნულ საზოგადოებათა წარმომადგენლობითი სათათბიროს აღმასრულებელი მდივანი (1995-96);
- საქართველოს რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების გამგეობის წევრი 1998 წლიდან.