იმნაიშვილი ნიკიფორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. 1921 წლის ივნისის ბოლოს საბჭოთა [[რეჟიმი|რეჟიმმა]] დააპატიმრა გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკის გამო. 26 ივნისს „ახალ სხივში“ კრიტიკული წერილები დაიბეჭდა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. შემდგომში, 1922-1923 და 1931 წლებში, სამჯერ დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, თუმცა ვერც ერთხელ დაუმტკიცეს ბრალდება. 1937 დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ჩამოშორებულია ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას, რეჟიმმა ის დამნაშავედ ცნო. დახვრიტეს თბილისში.
 
::::::::::::::::::::::::::::::::'''''ირაკლი ირემაძე'''''
+
'''''ირაკლი ირემაძე'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 14:20, 29 აპრილი 2024 მდგომარეობით

ნიკიფორე იმნაიშვილი

იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - (1888, სოფ. შუხუთი, ოზურგეთის მაზრა - 1.X.191937, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი („ახალი სხივის“ ჯგუფი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. 1907-1912 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, 1904 წელს შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. 1905 წელს დააპატიმრეს რევოლუციაში მონაწილეობისა და რუსეთ-იაპონიის ომის საწინააღმდეგო აგიტაციისათვის. შემდგომში, 1906, 1912 და 1915 წლებში პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული მეფის რეჟიმის მიერ. ამავე პერიოდებში ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ეწოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით შედიოდა პარლამენტის შემადგენლობაში. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. დამფუძნებელ კრებაში იყო არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მათ შორის, თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნისა. 1920 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაჩენილი შიდაოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. შიდაოპოზიციურ ჯგუფსა და პარტიის ძირითად ხაზს შორის დაპირისპირებამ პიკს 1920 წლის ბოლოს მიაღწია, 1921 წლის თებერვალში კი დამფუძნებელ კრებაში ჯგუფი დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. 1921 წლის ივნისის ბოლოს საბჭოთა რეჟიმმა დააპატიმრა გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკის გამო. 26 ივნისს „ახალ სხივში“ კრიტიკული წერილები დაიბეჭდა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. შემდგომში, 1922-1923 და 1931 წლებში, სამჯერ დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, თუმცა ვერც ერთხელ დაუმტკიცეს ბრალდება. 1937 დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ჩამოშორებულია ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას, რეჟიმმა ის დამნაშავედ ცნო. დახვრიტეს თბილისში.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №70, №240, №268;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №179;
  • გაზ. „ახალი სხივი“, 1921, №7, №11;

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები