ინგელსი ალბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საფრანგეთის სოციალისტურ პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პარლამენტის წევრები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პარლამენტის წევრები]]
 
[[კატეგორია:მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრები]]
 
[[კატეგორია:მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:მეორე სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო]]
 
[[კატეგორია:მეორე სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო]]

მიმდინარე ცვლილება 16:31, 27 მაისი 2019 მდგომარეობით

ალბერტ ინგელსი

ინგელსი ალბერტ (დ. - 9.V.1872, ლილი - გ. - 11.VII.1941, 205 ნიცა) - ფრანგი სოციალისტი. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი.

ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, 1887 წელს შეუერთდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საქსოვი წარმოების მუშათა წრეებში და ახალგაზრდებში ეწეოდა აგიტაციას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქსოვ წარმოებაში. იყო საფრანგეთის საქსოვი წარმოების მუშათა გაერთიანების მდივანი. ხელმძღვანელობდა სოციალისტური გაზეთს „cri du Nord”. 1914 წელს სოციალისტური პარტიის სიით არჩეული იქნა პარლამენტის წევრად. მუშაობდა ბინათმესაკუთრეობის საკითხზე და მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრის გეგმებზე.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის საქმიანობაში. 1919 წელს კვლავ აირჩიეს პარლამენტის წევრად. 1920 წლის სექტემბერში როგორც მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცის წევრი, იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სიტყვით გამოვიდა თბილისის, თელავისა და ტყიბულის საზეიმო მიტინგებზე.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. XX ს-ის 20-30-იან წლებში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, 1919-1924 და 1932-1936 წლებში იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი სოციალისტური პარტიიდან, 1930-1935 წლებში - ქალაქ ტურკუენის მერი.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ). თბ., 1997;
  • Mandats àl›Assemblée natIonale ou à la Chambre des députés (http://www2.assemblee-natIonale.fr);
  • გაზ. „საქართველოსრესპუბლიკა“, 1920, №209, №210, №221;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №212

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები