კატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:15, 21 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კატა — კატა – მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა.
ჯვარ-ხატთა საყმოებში კატა უწმიდურ ცხოველად არის შერაცხული, რომლის სისხლს მაგიურ საშუალებად იყენებდნენ. წმიდა ცხოველი, ხარი ან ცხვარი, თუ მსხვერპლად იწირება და მათი სისხლი განწმედს როგორც ადამიანს, ისე საგნებს, კატა ანტიმსხვერპლია, მისი სისხლი აუწმიდურებს ყველაფერს, რასაც კი მიესხურება. წმიდა სისხლით განათლულ თას-განძს კატის სისხლი ძალას ართმევს და ჩვეულებრივ საგნად აქცევს.