მადლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მადლი - ზნეობრივი წყალობა, კეთილი ძალა, რასაც ღმერთი უგზავნის ადამიანს, რათა მისი ცოდვილი ბუნება განწმინდოს და ხსნის გზა უჩვენოს.
- „მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი დასჯის და განეშორება".
- „როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს".
- „მადლი არ განაქარვებს სიძნელეებს, არამედ - გვეხმარება მათ გადალახვაში".
წყარო
- წმიდა იოანე ოქროპირი
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.