მაწაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაწაქი

მაწაქი - (Sophora alopecuroides L.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-80 სმ სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილი და ხშირფოთლიანი. ფოთლები კენტფრთისებურია. ფოთოლაკები ოვალურია ან მოგრძო-ელიფსური, წვერში ბლაგვი, კიდემთლიანი და ორივე მხრიდან თეთრი, აბრეშუმის მსგავსი მწოლარე ბეწვით შებუსული. ყვავილედი მოგრძო მტევანია, მრავალყვავილიანი. გვირგვინი 2-ჯერ გრძელია ჯამზე, თეთრი ან მოყვითალო; გვირგვინის ფურცლები ყველა ერთი სიგრძისაა. ყვ. ნაყ. IV. იზრდება ნესტიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ავშნიან ველებში, მდინარის სანაპირო მდელოებზე, ჭალის ტიპის ტყეებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ დედოფლისწყაროს მიდამოებში. გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები