მონაცემთა ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მონაცემთა ბაზა''' – მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობა, რო...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:20, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

მონაცემთა ბაზა – მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა (ეგმ-ის გარე მეხსიერების) ხანგრძლივი შენახვა და მუდმივი გამოყენება.

სიტყვა „ბაზა“ ხაზს უსვამს, რომ მონაცემთა ბაზა არის არა მონაცემთა შემთხვევითი შეკრება, არამედ წარმოადგენს მუდმივ საფუძველს ადამიანის (მონაცემთა ბაზის მომხმარებლის) კონკრეტული მოღვაწეობის რომელიღაც სახისათვის.

მონაცემთა სისტემაში მოყვანა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენებისათვის, წარმოადგენს კაცობრიობის კულტურის განუყოფელ ნაწილს, დაფუძნებულს დამწერლობაზე. კომპიუტერული მონაცემთა ბაზის წინამორბედები არიან ცხრილები, კატალოგები, სატელეფონო წიგნები, კალენდრები, რუქები და ატლასები, კართოტეკები და სხვა მრავალი სახის საცნობარო გამოცემები და დოკუმენტები.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები