მოცხარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული სახეობები)
(განოყიერება საორიენტაციო სქემ)
 
ხაზი 65: ხაზი 65:
  
 
===განოყიერება საორიენტაციო სქემ===
 
===განოყიერება საორიენტაციო სქემ===
პლანტაციაში აუცილებელია გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, აგრეთვე სასუქების რეგულარული შეტანა:
+
პლანტაციაში აუცილებელია გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით [[მულჩირება]], აგრეთვე სასუქების რეგულარული შეტანა:
  
 
{| class="wikitable"
 
{| class="wikitable"

მიმდინარე ცვლილება 15:29, 24 აგვისტო 2022 მდგომარეობით

მოცხარი

მოცხარი – ლათინური დასახელება – Ribes

  • ბოტანიკური ოჯახი – Grossulariaceae (ხუნწისებრნი)
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – 40-45 წელი
  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 18-200C
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიენობა – 60-65%
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 65-70%
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6-6,5
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -20C
  • კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – +380C
  • სინათლისადმი მოთხოვნა – სინათლის მოყვარული
წითელი მოცხარი

სარჩევი

[რედაქტირება] კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული სახეობები

სახეობა სიმწიფე მოსავლიანობა (კგ/ჰა)
შავი მოცხარი VII-VIII 50-300
წითელი მოცხარი VII-VIII 40-250
შავი მოცხარი

[რედაქტირება] საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება პერიოდი
ნიადაგის განოყიერება IX-X
რიგთაშორისების მოხვნა IX-X
რიგთაშორისების კულტივაცია III-IV
ბრძოლა მავნებლ-დაავადებებთან III-V
მოსავლის აღება VI-VII

[რედაქტირება] ნიადაგის დამუშავება

მოცხარი საჭიროებს ნოყიერ, კარგად დრენირებულ, კირით მდიდარ ნიადაგებს

დარგვამდე ნიადაგს ამუშავებენ 30-35 სმ. სიღრმეზე და შეაქვთ ორგანული სასუქი 100-120 ტ/ჰა, მინერალური ფოსფოროვან-კალიუმიანი 300 კგ/ჰა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.


[რედაქტირება] დარგვის წესები და ნორმები

ჯიშობრივი მახასიათებლების შესანარჩუნებლად მოცხარს ვეგეტატიურად – კალმებითა და გადაწვენით ამრავლებენ. დარგვის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის პირველი დეკადა. რგავენ ადრე გაზაფხულზეც. დაშორება – 50-70 სმ., რიგში – 12-15 სმ-ია. თუკი ამ დროს მშრალი ამინდია, საჭიროა მორწყვა. მსხმოიარე ბუჩქების შუაგულიდან ახალი ყლორტების 20% და ძველი ღეროების 15%-ს გამოხშირავენ. ასევე აშორებენ დაავადებულ ღეროებსაც. ზრდასრული მოცხრის ბუჩქში 12-20 განსხვავებულასაკიანი ტოტი უნდა იყოს.

[რედაქტირება] მორწყვა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ პერიოდებში. მოცხარი ბევრ ტენს მოიხმარს ნაყოფის ფორმირებისა და დამწიფების პერიოდში.

მორწყვის ნორმა: 30-50 ლ/მ3 მორწყვის მეთოდი: კვალში წყლის მიშვებით. შესაძლებელია ჭარბი წყლის თხრილში მიშვება.

[რედაქტირება] წარმოების ეფექტურობის გაზრდის მეთოდები

  • აუცილებელია ჯანსაღი ნერგის დარგვა;
  • აგროღონისძიებების დროულად განხორციელება;
  • ინტეგრირებული ბრძოლა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ.

[რედაქტირება] განოყიერება საორიენტაციო სქემ

პლანტაციაში აუცილებელია გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, აგრეთვე სასუქების რეგულარული შეტანა:

სასუქების შეტანა გ/ბუჩქზე ვადები
სუპერფოსფატი 100-200 შემოდგომა
კალიუმის ქლორიდი 30-40 შემოდგომა
აზოტიანი სასუქი 40-50 40% – აპრილში, 30% – ყვავილობის დასასრულს, 30% – შემოდგომაზე
მულჩირება 8-10 სმ. სიმაღლეზე შემოდგომა ან გაზაფხული

[რედაქტირება] მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სქემა

მავნე ობიექტი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
დაავადებები ბორდოს ხსნარი დაავადების სიმპტომების გამოჩენისთანავე; შაბიამნის ხსნარი, ერთჯერადად
მავნებლები იმიდაკლოპრიდი ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე
მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის პარალელურად მიღებულია ფესვგარეშე დამატებითი კვება მიკროსასუქებით

[რედაქტირება] ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ

პერიოდი ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
გაზაფხული, ზაფხული სისტემური გლიფოსატი
ჰერბიციდების გამოყენების გარდა ეფექტურია მულჩირებაც

[რედაქტირება] მოცხარის დაცვის სხვა მეთოდები

  • ჯანსაღი დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლე ნერგის დარგვა;
  • ნიადაგისა და მცენარის მოვლის აგროტექნიკური წესების დაცვა

[რედაქტირება] მოსავლის აღება და შენახვა

მოცხარის სიმწიფეს კენკრის ფერით ადგენენ. მშრალი მტევნების კრეფა ხდება ხელით, კარგ ამინდში.

[რედაქტირება] შენახვის ოპტიმალური პირობები

შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა შენახვის ოპტიმალური ტენიანობა შენახვის ვადა მოცემულ პირობებში
3-70C 85-90% 5-6 დღე
00C 85-90% შავი მოცხარი – 5 კვირა წითელი მოცხარი – 7 კვირა


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები