მუნდირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუნდირი (ლათ. mundus – ჩაცმულობა) – სამხედრო მოსამსახურეების სააღლუმო, საფორმო სამოსის ზედა ნაწილი.
XVIII საუკუნემდე იგულისხმებოდა ყველა სახის სამხედრო სამოსი; მისი გაყოფისას გამოიყო სააღლუმო, ყოველდღიური, საველე და სხვა. მუნდირზე გათვალისწინებულია ყველა განმასხვავებელი ნიშნის, სააღლუმო ქამრის, თეთრი ხელთათმანების ტარება და ა.შ.