ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა“ გადაიტანა გვერდზე „[[ნავსაწინააღმდეგ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნავსაწინააღმდეგო ომი“ გადაიტანა გვერდზე „[[ნავსაწინააღმდეგო ბრ...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:47, 1 მაისი 2018 მდგომარეობით

ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა (ომი), - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა ქვეყნებში მიღებული ტერმინი. მოიცავს იმ ღონისძიებების კომპლექსს, რომლებსაც ასრულებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა. მათი მიზანია, აღმოაჩინონ და გაანადგურონ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, აგრეთვე მათი საბრძოლო საქმიანობის უზრუნველმყოფი ძალები და საშუალებები. ეწყობა საომარი მოქმედების ყველა საზღვაო, საოკეანო თეატრზე და ეყრდნობა მუდმივი ნავსაწინააღმდეგო თვალთვალის სისტემას.

სამხედრო-საზღვაო ძალებში განიხილება, როგორც ზღვაზე გაბატონების ამოცანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ნ.ბ-ის მიზანია საპასუხო სარაკეტო-ბირთვული დარტყმის თავიდან აცილება მნიშვნელოვან სახმელეთო ობიექტებზე საოკეანო და საზღვაო მიმართულებებიდან.ასევე ხელშემწყობი პირობების შექმნისთვის წყალზედა საბრძოლო ხომალდების შენაერთებისთვის მეწინავე რაიონებში მოქმედების დროს, საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციების უზრუნველყოფა (დაცვა).


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები