ნაღმსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღმსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება იმ მიზნით, რომ არ დაუშვან ხომალდების (გემების) აფეთქება მოწინააღმდეგის ნაღმებზე ბაზირების რაიონებში, ბაზებიდან გასვლის, ზღვით გადასვლის და საბრძოლო მოქმედებების რაიონში;
ფლოტის ძალების მოქმედების ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა. მოიცავს წყლის ზედაპირის თვალთვალს და ნაღმური საფრთხის შეტყობინების სისტემას; ფარვატერების ნაოსნობისათვის რეკომენდებული რაიონებისა და კურსების სისტემას; ხომალდთა ფიზიკური ველების მდგომარეობის კონტროლის ღონისძიებებს; ხომალდების (გემების) გადასვლის მარშრუტებზე აღმოჩენილი ნაღმური ღობურების განადგურებას; ნაღმების დამყენებლების (ხომალდების, საფრენი აპარატების) განადგურებას; ხომალდების გატარებას ტრალების კვალდაკვალ და სხვა.