ნიშა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 18 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიშა - (ფრანგული - niche), ჩაღრმავება სანგრის (ტრანშეის) კედელში, პირადი შემადგენლობის ჩვეულებრივი და მასობრივი დაზიანების იარაღისგან დასაცავად. ასევე შეიარაღების, საბრძოლო მასალების, სურსათ-სანოვაგის შესანახად. ერთადგილიანი ნიშის ზომები, ჩვეულებრივ, 110-70-100 სმ-ს არ აღემატება.