ომის საწყისი პერიოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ომის საწყისი პერიოდი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მეომარი მხარეები უპირველესი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ომამდე შექმნილი და ომის დაწყების შემდეგ დამატებით გაშლილი შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებით საომარ მოქმედებებს აწარმოებენ. ამავე დროს შეიძლება ხორციელდებოდეს ღონისძიებები მობილიზაციის და შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლისთვის, სახელმწიფოს ეკონომიკის გადასაყვანად ომის პირობებში მუშაობაზე და ჩატარდეს შესაბამისი პოლიტიკური აქციები.
ომის შედეგისთვის ომის საწყისი პერიოდი შეიძლება იყოს ყველაზე დაძაბული, მნიშვნელოვანი, ხოლო ზოგჯერ - გადამწყვეტიც.