პომპეუსი გნეუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გნეუს პომპეუსი

პომპეუსი გნეუს - (Pompeius) (ძვ.წ. 106-48), რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე.

თავდაპირველად პომპეუსი სულას ბანაკში იყო. მონაწილეობდა სპარტაკის აჯანყების ჩახშობაში. 66 წლიდან სარდლობდა რომაელთა ჯარებს პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში; ილაშქრა კავკასიაშიც (პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში). 60 წელს კავშირი შეკრა იულიუს კეისართან და მარკუს კრასუსთან (I ტრიუმვირატი). ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, 53 წელს, დაიწყო კეისართან ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ 48 წელს ფარსალოსთან დამარცხდა და გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მოკლეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები