ჟუკოვი გიორგი
ჟუკოვი გიორგი კონსტანტინეს ძე - (1896–1976), საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1943). მონაწილეობდა პირველმსოფლიო ომში
წითელ არმიაში შევიდა 1918 წელს. 1939 წელს ხელმძღვანელობდა იაპონიის ჯარების დამარცხებას მდინარე ხალხინ-გოლთან (მონღოლეთი). 1941 წლის იანვარ-ივლისში იყო გენშტაბის უფროსი, სსრ კავშირის თავდაცვის სახკომის მოადგილე.
გერმანია-სსრ კავშირის ომის (1941–45) დროს სარდლობდა სარეზერვო, ლენინგრადის, დასავლეთის, I უკრაინულ და I ბელორუსულ ფრონტებს. 1942 წლის აგვისტოდან ომის ბოლომდე იყო უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე. ომის შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა შეიარაღებულ ძალებში.
1955 წლის თებერვალი – 1957 წლის ოქტომბერში – სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრი. საბჭოთა სახელმწიფოს იმდროინდელ მეთაურთან, ნ. ხრუშჩოვთან, უთანხმოების გამო 1958 წლის მარტში ჟუკოვი ყველა თანამდებობიდან მოხსნეს და თადარიგში გაუშვეს.