რესოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 29 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რესოსი – თრაკიის მეფე, ტროელთა მოკავშირე.

რესოს ჰყავდა ჯადოსნური თეთრი ცხენები, რომლებსაც ტროას ბედი უნდა გადაეწყვიტათ და აი, როგორ: იყო წინათქმა, თუ ეს ცხენები აღმოჩნდებოდნენ ტროაში, ქალაქს ბერძნები ვერ აიღებდნენ. რესოსი ტროელთა მეგობარი იყო და ამიტომ თავისი ჯადოსნური ცხენებით ტროასკენ ისწრაფა. ბერძენმა გმირებმა, დიომედესმა და ოდისევსმა, შეიპყრეს ტროელთა მზვერავი დოლონი, რომელმაც მათ ანახა ადგილი, სადაც რესოსი ღამეს ათევდა. დიომედესმა და ოდისევსმა მოკლეს რესოსი, ამოხოცეს მისი ამალა, ხოლო ცხენები ბერძენთა ბანაკში გაიყოლეს.

ეს ამბავი მოთხრობილია ძვ. წ. IV საუკუნით დათარიღებულ ტრაგედიაში რომელსაც “რესოსი” ეწოდება და რომლის ავტორადაც ევრიპიდეს მიიჩნევენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები