რკონის ყუმბარების დამამზადებელი სახელოსნო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 30 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რკონის ყუმბარების დამამზადებელი სახელოსნო - ისტორიული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, ნამოსახლარ თეკნარაზე, ტყეში. დანგრეულია: შემორჩენილია კედლები 1-1,5 მ სიმაღლეზე. 1905 წ. იანვარ-ოქტომბრის რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, გორის მაზრის ბოლშევიკური ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მასების აქტიური შეიარაღებული გამოსვლების უზრუნველსაყოფად აქ არალეგალურად მოქმედებდა სახელოსნო, სადაც ამზადებდნენ ყუმბარებს. სახელოსნოში 6 კაცი მუშაობდა.