საბრძოლო დროშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:02, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო დროშა – სამხედრო ნაწილის განსაკუთრებული საპატიო ნიშანი, რომელიც ასახავს მისი საბრძოლო დანიშნულების, ისტორიისა და სამხედრო დამსახურების თავისებურებებს, ასევე შეიარაღებული ძალების კუთვნილებას. არის საბრძოლო პატივის, გმირობის და დიდების სიმბოლო. ახსენებს ყოველ სამხედრო მოსამსახურეს სამშობლოს დაცვისა და გმირული ტრადიციების ერთგულების შესახებ.
სამხედრო ნაწილებს საბრძოლო დროშა გადაეცემა მათი ფორმირების მომენტიდან და უნარჩუნდება სამუდამოდ მიუხედავად დასახელებისა და ნუმერაციის ცვლილებისა. იგი მუდმივად არის სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის ადგილში, ხოლო ბრძოლის დროს – ნაწილის საბრძოლო მოქმედებების რაიონში.