საგზაო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საგზაო უზრუნველყოფა – სამხედრო-საავტომობილო გზების მომზადებისა და ექსპლუატაციის ღონისძიებების კომპლექსი; სატრანსპორტო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ელემენტი. საგზაო უზრუნველყოფა მოიცავს: საგზაო დაზვერვის წარმოებას, სამხედრო-საავტომობილო გზების და მათზე არსებული ხიდების აღდგენას, მშენებლობას, რემონტს, მოვლა-შენახვას და ტექნიკურ დაფარვას.