საკანალიზაციო ჭა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 18 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკანალიზაციო ჭა – მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ჩამდინარი წყლების, სიბინძურისა და მილოვანი განშტოების გამანაწილებლის ფუნქციას, აგრეთვე შესაძლებლობას იძლევა მოხდეს საკანალიზაციო მილოვანი სისტემის ცალკეული უბნების გაწმენდა. საკანალიზაციო სისტემაში აყენებენ სხვადასხვა ტიპის ჭას, რომლებიც ასრულებს განსაზღვრულ, მხოლოდ მათთვის მინიჭებულ ფუნქციას. ასეთებია: მაგროვებელი, მფილტრავი, სათვალიერებელი, საბრუნი და ვარდნილი. საკანალიზაციო ჭა შესაძლებელია იყოს კომპლექსური, როდესაც ერთი ჭა ასრულებს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას. მასალად გამოიყენება ბეტონი, რკინაბეტონი, აგური, ბლოკი, პლასტმასი, ბეტონის რგოლები და სხვ.