სამოქალაქო ომი ესპანეთში 1936-39

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამოქალაქო ომი ესპანეთში

სამოქალაქო ომი ესპანეთში 1936-39 - კონფლიქტი კონსერვატორ-ნაციონალისტებსა (სათავეში იდგა სამხედრო ხუნტა გენერალ ფრანკოს მეთაურობით) და ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის მომხრეებს შორის (ძირითადად მემარცხენე ძალები).

ბრძოლაში ფრანკოს ეხმარებოდნენ ნაცისტური გერმანია და ფაშისტური იტალია, რესპუბლიკელებს – სსრ კავშირი და მოხალისეები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი მთავრობები ესპანეთის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ.

1938 წელს ფრანკისტები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაიჭრნენ, რითიც ორად გახლიჩეს რესპუბლიკელთა კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები. 1939 წლის მარტში ნაციონალისტების მიერ დედაქალაქ მადრიდის აღებით სამოქალაქო ომი დასრულდა. ესპანეთში დამყარდა ფრანკოს სამხედრო დიქტატურა.

ომში 1 მლნ-ზე მეტი ესპანელი დაიღუპა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები