სამხედრო კვალიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 6 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო კვალიფიკაცია - სამხედრო მოსამსახურის (რეზერვში მყოფი მოქალაქის) სპეციალიზაციის სახეობა და პროფესიული მომზადების დონე. მისი მახასიათებლებია სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და სხვა სპეციალური ცოდნა, აგრეთვე პრაქტიკული ჩვევები. სამხედრო კვალიფიკაცია აუცილებელია სამხედრო სამსახურში გარკვეული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. მის მაჩვენებლებს წარმოადგენს, აგრეთვე სამხედრო განათლების დონე, სამხედრო სამსახურისა და სხვადასხვა თანამდებობაზე პრაქტიკული მუშაობის სტაჟი. სამხედრო კვალიფიკაციის უმეტესობა სამხედრო თანამდებობების და სპეციალობების მიხედვით განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურისათვის კლასის კვალიფიკაციის მიკუთვნებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები