სრიალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 16 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სრიალა - (Rhinanthus schischkinii Vassilcz); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 5-12 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტ-ნაკლებად შებუსული. ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა. თანაყვავილედი ჯამის ფოთლებზე გრძელია. გვირგვინი ყვითელია. ქვედა ტუჩი ზედასგან დაშორებულია. ზედა ტუჩის ნისკარტი იისფერია. ყვ. ნაყ. VII-VIII. მცენარე გავრცელებულია ალპურ მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე: სოფლების – შენაქოსა და ომალოს – მიდამოებში. ცნობილია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მთიულეთში, ფშავსა და ხევსურეთში. დიდი კავკასიონის ენდემია.