სრუტის ზონის თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სრუტის ზონის თავდაცვა - ჯარების, ფლოტის ძალების ღონისძიებების და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა მოწინააღმდეგის მიერ სრუტის ზონის ხელში ჩაგდებისაგან დასაცავად და მისი ხომალდების გარღვევის აღსაკვეთად. გულისხმობს საზღვაო სანაპიროს თავდაცვას.
სრუტის ზონის თავდაცვის თავისებურება გამომდინარეობს კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებიდან.