სულხან-საბა ორბელიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 68: ხაზი 68:
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ლექსიკოგრაფები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ლექსიკოგრაფები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]
 
[[კატეგორია:ქართველი დიპლომატები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დიპლომატები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]  
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]  
 
[[კატეგორია:ორბელიანები]]
 
[[კატეგორია:ორბელიანები]]

00:23, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

სულხან-საბა ორბელიანი

ორბელიანი სულხან-საბა (1658 − 1725), ქართველი მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ ტანძიაში (ბოლნისი); ერისკაცობაში ერქვა მხოლოდ „სულხანი”, ბერობისას დაირქვა „საბაც”; სულხანის მამა ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიშვილი (ორბელიანი) ქართლის სამეფოს მოსამართლეთუხუცესი (ანუ დივანბენი) ქართლის მეფეების ახლო ნათესავი იყო. იგი დიდად განსწავლული პიროვნება ყოფილა. სულხანი ბავშვობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. საქართველოს შინაური არეულობის გამო, იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს და, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში.

1703 წლიდან სულხანი დი პლომატიურ საქმიანობას იწყებს. ორჯერ იყო სპარსეთს, ევროპაში. 1714 წლის აპრილში ვერსალში საბა მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ. პარიზიდან გამობრუნებული იმავე წლის ივლისში საბა ორჯერ მიიღო რომის პაპმა კლიმენტოს მეთერთმეტემ. ამავე პერიოდში სულხან-საბამ კათოლიკობა მიიღო. ქართლის აწეწილი პოლიტიკური ვითარების გამო მეფე ვახტანგ მეექვსე იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. იგი 1724 წელს რაჭის გავლით 1200 წარჩინებულ ქართველთან ერთად გაემგზავრა რუსეთს. სხვა მრავალ ორბელიანთან ერთად სულხანიც გაჰყვა მეფეს რუსეთში, სადაც მალე, 1725 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა ვსეხსვიატსკოეში (ქართული გამოთქმით – „სესენწკაში”), არჩილ მეფის სასახლეში. იგი იქვე, კარის ეკლესიაში დაასაფლავეს.

მისი განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი” („სიტყვის კონა”, 1685-1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. ს. ს. ორბელიანის ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა” (1686 – 1695 წწ.). იგი თავის იგავებში ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მასვე ეკუთვნის დოკუმენტური ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაში“.

სულხან-საბა ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი”. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგების კრებულს, ე. წ. „სწავლანს”. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია „ქილილა და დამანა”. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.


(ფრაგმენტები „ქილილა და დამანადან”)
* * *
მეშფოთე კაცსა ერიდე,
ნუ ისმენ მეშურნისასა,
რადგან შურითა დაბნელდა,
სძულობს ნათელსა დღისასა,
ერთს წამზე აშლის თემსა და
მას მშვიდობასა ღვთისასა,
დიდი ქვეყანა მოუწვავს
ენასა მაბეზღრისასა.
* * *
რასაც გეტყვი, ეს რჩევა
შენდა დაიდე წინარე:
გულთაგან ზრუნვა გააძე,
ნაღველი მოსაწყინარე.
სისხლის სმა არის ურგებად,
თავი შრომაზედ ვინ არე,
რაც შენი ბედი არ არის,
ვერ ჰპოო შესაძინარე.
* * *
რა ჟამი ესე გაირყვნას,
შფოთსა ისხემდეს ყანანი,
გაცლა ხამს მისგან, მონახოს
მალ სიშორისა ვანანი,
გაცლა არ ძალუძს, რამცა ქნას,
გულს ვერ დაიცვას დანანი,
მარტოდა დაჯდეს, ისი სჯობს,
ხანი რაც დაყოს, ხანანი.
* * *
სოფელი ბრუნავს, იცოდე,
დავალს სახითა ჭრელითა,
მაშა, ხამს ცნობა ავ-კარგთა,
ივაჭრო სავაჭრელითა.
კეთილთა მიხვდეს კეთილი,
გულით ველს გაუჭრელითა,
ბოროტის მქნელი არ დარჩეს
ლახვრითა დაუჭრელითა.


იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები