შეღავათები სამხედრო მოსამსახურეებისთვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეღავათები სამხედრო მოსამსახურეებისთვის – ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით სამხედრო სამსახურში მყოფი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული დამატებითი უფლებები და უპირატესობები. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეღავათები დაწესებულია შრომის, დასვენების, საბინაო, ჯანმრთელობის დაცვის, საკუთრებისა და გადასახადების, დაზღვევის და ზარალის ანაზღაურების, განათლების, კულტურის, სატრანსპორტო და საფოსტო სფეროებში.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეღავათების მოცულობა და შინაარსი დამოკიდებულია მათ კატეგორიაზე, სამხედრო წოდებაზე, სამსახურის ხანგრძლივობაზე და მისი გავლის სხვა თავისებურებებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები