ხაიაური ალაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:00, 29 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალაზა ხაიაური

ხაიაური ალაზა – (1936 – 1997), პოეტი. დაიბადა დულუზაურებში (თიანეთი). გამოცემული აქვს კრებულები „მრავალჟამიერი“ (1971), „მამულს სიმღერას ვურანდავ“ (1998).


* * *
ცოტაა წუთისოფელი
სიფრთხილე უნდა ცოტასა,
ნეტავ მას, ვინც არ წაიღებს
საფლავში არც ერთ ცოდვასა...
რაა იმაზე სიკვდილი
ცოცხალს ეთქმოდეს – მკვდარია,
იარე იორივითა –
შმორდება გუბედ მდგარია...
რად ჩნდება ვისი სიცოცხლეც
სიცოცხლეშივე მჭკნარია,
ბევრ ღირსეულს კი უდროოდ
ერგო სამარის კარია...
სამყარო არის სატახტო,
სიცოცხლე მეფედ მჯდარია,
დღე-ღამის ესხმის ფოთოლი –
ჰყავს საუკუნეთ ჯარია,
იქ ვერ გვარობენ ყორნები
სადაც არწივნი არიან!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები