Asyneuma campanuloides Bornm

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Asyneuma campanuloides Bornm..jpg|thumb|250პქ|Asyneuma campanuloides Bornm.]]
 
[[ფაილი:Asyneuma campanuloides Bornm..jpg|thumb|250პქ|Asyneuma campanuloides Bornm.]]
'''Asyneuma campanuloides [M. Bieb. ex Sims] Bornm.''' – ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanilaxeae). ფესურიანი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მხოლოდ ფოთლის ქვედა მხარეა ძარღვების გაყოლებით შებუსული. ღერო სწორად მდგომია, ქვედა ნაწილი უხვად შეფოთლილი. 40-60 სმ სიმაღლისაა. ქვედა ფოთლები კვერცხისებურია, ბლაგვწვერიანი, თითქმის მჯდომარე. დანარჩენი ფოთლები მჯდომარეა, კვერცხისებური ან მოგრძო, ძირში ღერომხვევი. ყვავილედი მტევნისებური საგველაა. ქვედა ნაწილში მჯდომარე კონების სახე აქვს. გვირგვინის ფურცელი ლანცეტაა, იისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. გავრცელებულია სუბალპურ სარტყელში, მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში, დეკიანებში, არყნარებში. კახეთის რეგიონისათვის საკმაოდ იშვიათი სახეობაა, მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე.
+
'''Asyneuma campanuloides [M. Bieb. ex Sims] Bornm.''' – ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanilaxeae). ფესურიანი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მხოლოდ ფოთლის ქვედა მხარეა ძარღვების გაყოლებით შებუსული. [[ღერო]] სწორად მდგომია, ქვედა ნაწილი უხვად შეფოთლილი. 40-60 სმ სიმაღლისაა. ქვედა ფოთლები კვერცხისებურია, ბლაგვწვერიანი, თითქმის მჯდომარე. დანარჩენი ფოთლები მჯდომარეა, კვერცხისებური ან მოგრძო, ძირში ღერომხვევი. ყვავილედი მტევნისებური საგველაა. ქვედა ნაწილში მჯდომარე კონების სახე აქვს. გვირგვინის ფურცელი ლანცეტაა, იისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. გავრცელებულია სუბალპურ სარტყელში, მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში, დეკიანებში, არყნარებში. [[კახეთი]]ს რეგიონისათვის საკმაოდ იშვიათი სახეობაა, მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე.
  
  

მიმდინარე ცვლილება 12:35, 23 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

Asyneuma campanuloides Bornm.

Asyneuma campanuloides [M. Bieb. ex Sims] Bornm. – ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanilaxeae). ფესურიანი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მხოლოდ ფოთლის ქვედა მხარეა ძარღვების გაყოლებით შებუსული. ღერო სწორად მდგომია, ქვედა ნაწილი უხვად შეფოთლილი. 40-60 სმ სიმაღლისაა. ქვედა ფოთლები კვერცხისებურია, ბლაგვწვერიანი, თითქმის მჯდომარე. დანარჩენი ფოთლები მჯდომარეა, კვერცხისებური ან მოგრძო, ძირში ღერომხვევი. ყვავილედი მტევნისებური საგველაა. ქვედა ნაწილში მჯდომარე კონების სახე აქვს. გვირგვინის ფურცელი ლანცეტაა, იისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. გავრცელებულია სუბალპურ სარტყელში, მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში, დეკიანებში, არყნარებში. კახეთის რეგიონისათვის საკმაოდ იშვიათი სახეობაა, მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე.




[რედაქტირება] წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები