შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს(სავიოლინო). 1967 წელს გახდა მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი(პარიზი), 1972 წელს მონრეალის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; 1983–1989წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1990 წლიდან არის უცხოეთში, 1993 წლიდან ქ. ესენის(გერმანია) უმაღლესი სამუსიკო სკოლის, ამჟამად ქ. კიოლნისა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი; ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას; მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტული ტემპერამენტითა და ემოციურობით, პროფესიული კულტურით, ვირტუოზული ტექნიკური ოსტატობით; მისი რეპერტუარი მდიდარი და მრავალფეროვანია, შეიცავს კლასიკური რეპერტუარის უმთავრეს ნიმუშებს. ცნობილი მევიოლინე და პედაგოგ ლუარსაბ იაშვილის ქალიშვილი, მევიოლინეების მარინე და ირინე იაშვილების და. მევიოლინე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 116 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |