The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ბელიაშვილი

მანანა ბელიაშვილი
Date of birth:19 September, 1931
Date of death:10 February, 2014  (at 82 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით 1957 წელს; პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი: "ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები" (ხელმძღვანელი - ი. შარლემანი).

წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში, აგრეთვე დაზგურ გრაფიკაში - ლინოგრავიურა, ოფორტი, ქსილოგრაფია, ლითოგრაფია; ფერწერაში - პორტრეტის, პეიზაჟის, ნატურმორტის, თავისუფალი კომპოზიციის ჟანრში. გამოფენებში მონაწილეობს 1967 წლიდან. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: "სახელგამი", "საბჭოთა მწერალი", "ზარია ვოსტოკა". გამოფენები: რესპუბლიკური - 1967, 1968, 1991. 1980-იან წლებში ასრულებდა შეკვეთებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრისთვის, იხატავდა ექსპედიციებში მოპოვებულ მასალას. აგრეთვე აფორმებდა ხელოვნებათმცოდნეთა და არქეოლოგთა სამეცნიერო ნაშრომებს. ჟურნალ "მნათობის" 2001 წლის N9-10 გამოაქვეყნა სტატია "მამის გახსენება" (მწერალ აკაკი ბელიაშვილის პიროვნულ ღირსებებსა და ოჯახზე). მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს კულტურის სამინისტროს და კერძო კოლექციებში. ქართველი მწერლის აკაკი ბელიაშვილის ქალიშვილი. გრაფიკოსი.

წყარო: საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.152


Share: