Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დუდუ დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. მისი საკალათბურთო კარიერა კლუბ "მართვეში" დაიწყო, 1992 წელს "ვითაში" გადავიდა, რომელმაც იმ წელს საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა; 1995 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და "ვითას" კაპიტანი გახდა; სახელი აგრესიული, ზოგჯერ უხეში, თამაშის სტილით გაითქვა. 1999 წელს აქტიური სპორტული მოღვაწეობა შეწყვიტა და არჩეული იქნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად; 2002 წელს მოკლეს თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია. 2002 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულია "დუდუ დადიანის თასი". კალათბურთელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge; ka.autograndad.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |