შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მამასთან ერთად (ცნობილ მწერალ დავით კლდიაშვილთან) ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს. მისი პირველი პროზაული ნაწარმოები დაიბეჭდა 1911 წელს თბილისის გაზეთ "სინათლეში". 1918 წლიდან დაიწყო მუშაობა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1927 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული. იგი იყო ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დრამატურგი, სცენარისტი და პუბლიცისტი, ნოველისტი. მის სახელს უკავშირდება ქართული ნოველის შექმნა. მისი პიესები - "გმირთა თაობა", "ირმის ხევი", "დაბრუნება" - წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.220; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 191; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |