შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ტაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1985წწ. მუშაობდა ოზურგეთის საპროექტო ბიუროში ინჟინრად. 1985-1988წწ. იყო ოზურგეთის კულტურის სასახლის დირექტორი. 1986-1989წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1990 წლიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში. სხვადასხვა წლებში იყო: გამომცემლობა "ეროვნული მწერლობისა" და ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედაქტორი. გაზეთ "ივერიის" თანარედაქტორი. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ლიტერატურული ურთიერთობების ხელმძღვანელი. საქართველოს მწერალთა კავშირის უფროსი ლიტერატურული კონსულტანტი. არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თანადამფუძნებელიაკაკი ბაქრაზესა და მურმან ლებანიძესთან ერთად და გამომცემლობა "დავითის" დირექტორი. გამოცემული აქვს წიგნები: "სიმაღლე" (პოეზია, 1981), "დუმილის ხმა" (პოეზია, 1985), "ჩემი წილი ცა" (პოეზია, 1986), "გახუნებული პეიზაჟები" (პოეზია, 1990), "ტაძართან" (პოეზია, 1990), "რას ტვიფრავ სულზე" (პოეზია, წერილები,1997), "ჩემს სამშობლოში მე − ემიგრანტი" (პოეზია, 2000), "სიტყვებს მიღმა" (პოეზია, პროზა, წერილები, 2006), "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში" (პროზა, 2009), "ხსოვნის ანაბეჭდები" (პოეზია, 2013), "ორმოში" (პროზა, 2014), "თანმდევი ფიქრი" (წერილები, 2014), "წვეთები მინაზე" (პოეზია, 2016), "ვეფხისტყაოსანი" − მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" (სამეცნიერო ნაშრომები − ავტორთა ჯგუფთან ერთად, ინგლისურ ენაზე, 2016). მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, ლექსებსა და ესეისტურ წერილებზე ორი მონოსპექტაკლი. ესეისტი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.344-345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |