The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბატონიშვილი

ვახტანგ ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ბაგრატიონი
სხვა სახელი:ალმასხან
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1761
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1814  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ეკლესია, ქ. პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

 ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი. ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ საუფლისწულოდ მიიღო არაგვის საერისთავო, აქტიურად მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში მხარს უჭერდა ძმებს იულონს და ფარნაოზს, ოპოზიციაში ედგა უფროს ძმას გიორგის. 1802 წელს რუსთა წინააღმდეგ თავადაზნაურთა გამოსვლის პერიოდში რუსებმა შეიპყრეს და დარეჯან დედოფალთან ერთად ავლაბრის სასახლეში დაატუსაღეს. 1803 წლის თებერვალში სამეფო სახლის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გაასახლეს. მან განაახლა კანონმდებლობა არაგვის საერისთავოსათვის "განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა" და სხვ. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე მისმა ეპისტოლურმა მემკვიდრეობამ.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.470


გააზიარე: