Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტასო როსტომაშვილი-ახმეტელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. ბოდბის მონასტერთან არსებულ სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. თელავში, თავის დასთან ბარბარე როსტომაშვილთან ერთად, რომელიც იყო მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი და დამთავრებული ჰქონდა სტანისლავსკის სტუდია, დაარსა სცენისმოყვარულთა წრე. სანდრო ახმეტელმა (რომელიც შემდეგ ანასტასია როსტომაშვილის მეუღლე გახდა) დადგა აკაკი წერეთლის "პატარა კახი", ანასტასიამ შეასრულა ტურფას როლი, ბარბარემ კი ლევან ხიმშიაშვილი ითამაშა. მოგვიანებით ანასტასია ახმეტელი-როსტომაშვილი მუშაობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში. მას და სანდრო ახმეტელს ჰყავდათ ორი ვაჟი - შალვა ახმეტელი იყო გზებისა და ხიდების ინჟინერ-მშენებელი (დაიბადა 1907 წელს, გამოჩენილი კომპოზიტორის გიორგი ჩუბინაშვილის სიძე და ცნობილი მუსიკათმცოდნისა და კრიტიკოსის მანანა ახმეტელის მამა), მეორე ვაჟი - ჯიმშერ ახმეტელი იყო არქიტექტორი და ლინგვისტი (დაიბადა 1917 წელს) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ივანე როსტომაშვილის ქალიშვილი, სანდრო ახმეტელის პირველი მეუღლე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.163
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |