The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფაინა ბააზოვი

ფაინა ბააზოვი
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1980  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დავით ბააზოვის უფროსი ქალიშვილი, ფაინა ბააზოვი იურისტი იყო და ძმების მსგავსად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შესანიშნავი იურიდიული სკოლა ჰქონდა გავლილი. საქართველოში და მოსკოვში იგი იყო არაერთი გახმაურებული პოლიტიკური პროცესის ადვოკატი იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირში ანტისემიტიზმი, როგორც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი მძვინვარებდა. იურისპრუდენციის სფეროში განსწავლულობის წყალობით მან არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა, მათ შორის ქართველ ებრაელთა წარმომადგენლებიც იყვნენ. საუბარია საბჭოთა ანტისემიტიზმისა და რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც "ბოროტების იმპერია" დაუღალავად იბრძოდა სულიერების ნებისმიერი გამოხატულების წინააღმდეგ. დავით ბააზოვი, რომელსაც სიონისტური მოძრაობის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს, სწორედ მისი ქალიშვილის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ფაინა ბააზოვმა თავის წიგნებში მაღალმხატვრული ენით აღწერა ბააზოვების ცხოვრება და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა. ისრაელში რეპატრიაციის შემდეგ, იგი განაგრძობდა ბრძოლას ქართველ ებრაელთა უფლებების დასაცავად - უკვე წმინდა მიწაზე. ფაინა ბააზოვას მიერ იერუსალიმში რუსულ ენაზე 1980 წელს გამოცემული მოგონებების წიგნი - "Прокаженные" ("კეთროვნები", Фаина Баазова, Прокаженные, изд.: "Библиотека – Алия", 1980), ასახავს არამარტო ფაინას და მისი ოჯახის ბრძოლას რეპრესირებული წევრების გამოსახსნელად და დასახმარებლად, არამედ წარმოგვიდგენს ეპოქის ზუსტ, დეტალურ ისტორიულ ანალიზს და 20-30-იანი წლების საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შეუცვლელი მემუარული წყაროა. რაბინისა და საზოგადო მოღვაწის, დავით ბააზოვის შვილი, გერცელ ბააზოვის და. ქართველ ებრაელთა ისტორიკოსი, უფლებადამცველი.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: jewishcollections.museum.geსაქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org


გააზიარე: