The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ორბელიანი

ალექსანდრე ორბელიანი
დაბადების თარიღი:1828
გარდაცვ. თარიღი:1869  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუმისის წმინდა სამების ეკლესია, გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ორბელიანი 1858-1864 წლებში იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი - მარშალი. ანასტასია ამილახვრის მოგონების მიხედვით, "ალექსანდრემ შეირთო მდიდარი რუსის ქალი – სომოვისა, ალექსანდრეს ყავდა ერთი ქალი მარიამ, რომელიც სილამაზით მოგაგონებდათ თავის ბებიას მანანას". ცხოვრების უკანასკნელი წლები ალექსანდრე დავითის ძე ორბელიანმა პეტერბურგში გაატარა, სადაც იმპერატორ ალექსანდრე II-ის ამალაში ირიცხებოდა ფლიგელ-ადიუტანტის ჩინით. გარდაიცვალაი იალტაში. მანანა, მისი მეუღლე დავით ორბელიანი და შვილი ალექსანდრე დაკრძალულნი არიან კუმისის წმინდა სამების ეკლესიაში, კუმისის ეკლესია ორბელიანთა საგვარეულო სამარხი იყო. 1847 წლის დეკემბერში გრიგოლ ორბელიანი თავისი ძმის, ყაჩაღების მიერ მოკლული ზაქარიას, დაკრძალვასთან დაკავშირებით თემირხანშურადან ქეთევან ორბელიანს წერდა: "ჯობს, ზაქარია კუმისის სამებაში დამარხოთ, იქ უნდა იყოს უკანასკნელი ჩვენი სადგური. დამიჯერეთ, კუმისის სამებაში დაასვენეთ და მეც იქ დამმარხეთ"; რამდენიმე დღის შემდეგ კი გრიგოლი უკვე ილია ორბელიანს წერდა: "ჩვენი კუმისის სამება ჰსჯობს ჩვენთვის, ამიტომ რომ ეს არის საკუთარი ჩვენი სასაფლაო". ახლობლებმა გრიგოლის რჩევა არ გაითვალიწინეს და ზაქარია ორბელიანი ქაშვეთის ტაძარში დაკრძალეს. კავკასიის ომის მონაწილე, გენერალ-მაიორი. მანანა ორბელიანის შვილი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.142


გააზიარე: