შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბალანჩივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1929 წელს (გიგო გაბაშვილის კლასი). სწავლის პერიოდში თამარ ბალანჩივაძე გათხოვდა გერმანელზე, გვარად ხაგენზე, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ მოქალაქეობის შეცვლა ან ქვეყნის დატოვება მოთხოვა, ხაგენმა საბჭოთა კავშირი დატოვა. თამარ ბალანჩივაძე თეატრის მხატვარი გახდა. თანამშრომლობდა მარჯანიშვილთან, ასევე მუშაობდა ელენე ახვლედიანთან ერთად. მერე კი ლენინგრადში დაბრუნდა. მუშაობდა მხატვრად სერგეი ობრაზცოვის თოჯინების თეატრში. თამარ ბალანჩივაძე ტრაგიკულად დაიღუპა 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადის დროს. მას საშუალება ჰქონდა მატარებლით დაეტოვებინა გერმანელებით გარშემორტყმული ქალაქი, მაგრამ მატარებელი დაიბომბა ქალაქ ტიხორეცკის მახლობლად და მის შესახებ ოჯახს აღარაფერი სმენია. კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, ანდრია ბალანჩივაძისა და ჯორჯ ბალანჩინის და. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქივში დაცულია თამარ ბალანჩივაძის ერთადერთი, მაღალი ღირებულების ფერწერული ნამუშევარი. წყარო: საკვირველი ძალა გენეტიკისა! : ბალანჩივაძეთა საგვარეულო გამოფენა / რუსუდან ქუთათელაძე // მუსიკა : საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2014.- N4(22).- გვ.13-21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |