შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კისისხევი, თელავის რაიონი. დაამთავრა პარიზში სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი მებაღეობა-მეღვინეობის სპეციალობით. 1906 წელს საქართველოში დაბრუნდა, როგორც უკვე გამოცდილი აგრონომ-მეღვინე. მუშაობდა ვარციხის ღვინის ქარხანაში, სადაც ხელმძღვანელობდა შამპანური ღვინის წარმოებას. დიდი ხნის განმავლობაში იყო "სამტრესტის" სხვადასხვა საწარმოთა მთავარი მეღვინე, როგორც სპეციალისტი-ტექნოლოგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ირაკლი ჩიჯავაძის დამსახურების აღსანიშნავად, აგრონომ-მეღვინეთა საზოგადოებამ მას 1928 წელს საიუბილეო საღამო გაუმართა. სოფიო ჩიჯავაძე-კედიას და ლონგინოზ ჩიჯავაძის ძმა, ცნობილი ვიოლონჩელისტის ალექსანდრე ჩიჯავაძის მამა. აგრონომი, მეღვინე. წყარო: ირაკლი ჩიჯავაძე : აგრონომისა და მეღვინის ი. ჩიჯავაძის (1882-1935) ბიოგრაფია / ჩიჯავაძე, ნინო // ვაზი და ღვინო.-თბილისი, 2000.- N1-2.-გვ.62-63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |