The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ამაღლობელი

არჩილ ამაღლობელი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1962
გარდაცვ. თარიღი:1993  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1992 წლის ივნისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ეგრედწოდებულ იშვიათი დაშლის პრობლემებზე. არჩილ ამაღლობელი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი, მიავლინეს იტალიაში ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში. არჩილ ამაღლობელს ნაშრომებისთვის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია გადაეცა (გარდაცვალების შემდეგ). 1992 წლის 11 ოქტომბერს მოხალისედ ჩაირიცხა 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულში ათმეთაურის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 3 თებერვალს სოფელ ახალშენთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. ნოდარ ამაღლობელის შვილი.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.48-50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: