The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ღამბაშიძე

გივი ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1930  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვახტანგ ღამბაშიძისა და ვანდა ჰოპპე (ჰოპე)-ღამბაშიძის ვაჟიშვილი. მოხალისე ჯარისკაცი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში. საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ დაწერილი მემუარები "ომის დღეები" (მოგონებები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ) დაიბეჭდა თბილისში 2017 წელს. ემიგრაციაში წასული, 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც ექვსი თვით დააპატიმრეს. 1925 წელს კვლავ დატოვა ქვეყანა. თავი მოიკლა პარიზში, 1930 წლის 13 მაისს, 28 წლის ასაკში. პანაშვიდი პარიზში, ბიზეს ქუჩაზე მდებარე ბერძნულ ეკლესიაში გადაუხადეს და 16 მაისს ბატინოლის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის დასაფლავებას თითქმის მთელი ქართული კოლონია დაესწრო. 1963 წელს გივი ღამბაშიძე ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მედეა და ჟორჟეტა ღამბაშიძეების ძმა.

წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-გვ.29; საქართველოს ეროვნული არქივი: m.facebook.comdigitallibrary.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: