ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

არჩევნები - Election

ხმის მიცემის პროცედურა, რომლის შედეგადაც პიროვნება იკავებს პოსტს, ან თანამდებობას ამომრჩევლების, ან მათი წარმომადგენლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობის შესაბამისად. ყველა სახელმწიფოსათვის ა-ის ერთიანი პროცედურა არ არსებობს. ეროვნული (სახელმწიფო) სუვერენიტეტის არსებობისას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების უფლება პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს:

1. საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება;
2. ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით;
3. საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება;
4. ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს;
5. მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება;
6. ასოციაციების თავისუფლება;
7. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღების და გავრცელების უფლების ჩათვლით;
8. ქვეყნის მოქალაქეთა უფლება – შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.

იხილე აგრეთვე: არჩევნები, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა   საპარლამენტო არჩევნები