ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
სამოქალაქო საზოგადოება - Civil society
ს.ს.–ის ცნება საზოგადოების არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელ ერთობლიობას მოიცავს – ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს, რელიგიურს. ს.ს-ის ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნიან არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები (მათ შორის პროფესიული კავშირები თუ ფერმერული ჯგუფები), ცალკეული ინდივიდები, რომლებსაც შესწევთ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების და სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად საკუთარი სასიცოცხლო პრობლემების გადაჭრის უნარი. ეს ორგანიზაციები და ინდივიდები ნათლად აჩვენებენ პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ უფლებებს, რაც ს.ს-ის საფუძველია. დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს ს.ს-ს, როგორც დემოკრატიულობის უფრო მაღალ საფეხურს. იხ. აგრეთვე: ინტერესთა ჯგუფები სამოქალაქო განათლება