ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ინტერესთა ჯგუფები - Interest groups
სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გავლენის მოხდენას სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებაზე, ამასთან არ აცხადებენ პრეტენზიას სახელმწიფო პოსტებზე. მათი დახმარებით დემოკრატიულ პროცესში ჩართულია მოსაზრებათა მთელი სპექტრი. ამგვარი პლურალიზმი სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის არსებული კავშირითაა განპირობებული.
განასხვავებენ “შიდა” ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულ კონსულტაციებს უწევენ ხელისუფლებას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური კურსის ფორმირებასა და მის განხორციელბაში და “გარე” ჯგუფებს, რომლებსაც, ხელისუფლება ნაკლებად ცნობს. ასევე განასხვავებენ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს იცავენ (პროფესიული და ფერმერული კავშირები) და იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები არიან (“ზეწოლის” ჯგუფები). იხ. აგრეთვე: სამოქალაქო საზოგადოება