ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

სახელმწიფო - State

1. სამართლის თეორიაში _ საზოგადოების ორგანიზაციის გარკვეული მეთოდი, პოლიტიკური სისტემის ძირითადი ელემენტი, საჯარო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია, რომელიც ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე, გამოდის საზოგადოების ოფიციალურ წარმომადგენლად და აუცილებელ შემთხვევებში ეყრდნობა იძულების ზომებსა და მეთოდებს. ს-ს, როგორც საზოგადოების მმართველ სისტემას, აქვს შიდა სტრუქტურა და სპეციალური ორგანოები საკუთარი უფლებამოსილების რეალიზაციისათვის. ს-ს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია ა) საშინაო (მოღვაწეობა საზოგადოების შიგნით, რომლის დროსაც სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის უფლებებით და მოქმედი სამართლით); ბ) საგარეო (სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები). ეს მიმართულებები ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებულია.

2. კონსტიტუცური სამართლის მიხედვით _ ხელისუფლების ოფიციალური ორგანოების ერთობლიობა (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები და ა.შ.), რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის, ან ფედერაციის სუბიექტის მასშტაბით.

3. როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ს. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მონაწილეა. ს-ს ძირითადი თვისება სუვერენიტეტია, ამას გარდა ს-ს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შემდეგი ნიშან-თვისებები უნდა გააჩნდეს:

1. მუდმივი მოსახლეობა;
2. გარკვეული ტერიტორია;
3. სახელმწიფო ძალაუფლება;
4. სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის უნარი.

იხილე აგრეთვე: სახელმწიფო გადატრიალება